ჩვენ შესახებ
ჩვენ დავიწყეთ ვენახების გაშენება 2010 წელს იმ ისტორიული მიწების შეძენით სადაც მოდიოდა უმაღლესი ხარისხის ყურძენი რომლის ღვინოც განთქმული იყო მთელ ქვეყნაში, ატენურ ღვინოს სვავდენენ საქართველოს მეფეები ამის დამადასტურებელია ვახუშტი ბაგრატიონის XVII საუკუნის ისტორიულ დოკუმენტური ნაწარმოები.
ჩვენ პირველი მოსავალი იყო 2017 წელს როდესაც ჩამოვასხით 300 ბოთლი, 2021 წელს ჩვენი მოსავალი უკვე შედაგენდა 10 000 ბოთლს და წელს ველოდებით 30 000 ბოთლს ჩვენი მიზანია ყოველ წლიურად არა მარტო გავზარდოთ ჩვენი მოსავალი და ხარისხი, ასევე ვაწარმოოთ ცქრიალა ღვინო რომელმაც სახელი გაუთქვა ჩვენ ხეობას მთელ ქვეყანაში ასევე რაც ჩვენ ღვინოს გამოარჩევს არის ის რომ ვაწარმოებთ ბიო ღვინოს,
ქართლში ყველაზე მეტად გამოირჩევა ატენური ღვინო რომელიც ხასიათდება ჩალისფერი შეფერვით ჰარმონიული გემოთი და ხილის ტონები, ჩვენ შევძელით და ამ ყველაფერს დავუმატეთ ისიც რომ ჩვენი ვენახები გაშენებულია ვულკანურ ხეობაში ტერასებზე კლდოვანი კირქვის ნიადაგზე რაც ქმნის დახვეწილ ღვინოს, ფეთქებადი , ყვავილოვანი ,ციტრუსოვანი და მინერალური ტონებით.
ატენში არის ორი გამორჩეული ხევი აბანოს ხევი და დეგეულას ხევი სადაც გავაშენეთ ძველი ქართლის ადგილობრივი ჯიშებ; ჩინებული, გორული მწვანე, თავკვერი, შავკაპიტო, საფერავი, მუხა მწვანე, დანახარული, რათა აღვგვედგინა ძველი ტრადიციები
ჩვენი მიზანია მომავალში ავაშენოთ სასტუმრო და მარანი სადაც პოპულარიზაციას გავუკეთებთ არა მარტო ღვინოს არამედ ჩვენს ხეობას და ჩვენ ღვინოს გავაცნობთ მსოფლიოს